საერთაშორისო ურთიერთობები

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამა საერთაშორისო ურთიერთობებში ისწავლება ინგლუსურად და გააჩნია ძლიერი კვლევითი კომპონენტი, რომლის ფარგლებშიც სტუდენტები პროფესიონალ მკვლევარებად ყალიბდებიან. სასწავლო პროცესის ინტენსიურობა უზრუნველყოფს სტუდენტებისთვის საერთაშორისო ურთიერთობების თეორიების სიღრმისეულ სწავლებას, ხოლო კვლევის მეთოდების სწავლების გზით ხდება დისციპლინის ეპისტომოლოგიური და ონტოლოგიური საკითხების გააზრება. ამავე დროს აკადემიური პრაქტიკის უზრუნველყოფით დოქტორანტებს საშუალება აქვთ, არა მხოლოდ შეიძინონ ცოდნა, არამედ გადასცენ ის სხვებს. შზსუ-ს პროფესორის ასისტენტის რანგში მათ საშუალება აქვთ, პრაქტიკაში გამოიყენონ სწავლების უნარები. ყველაფერთან ერთად პროგრამა სტუდენტებს უქმნის შესაფერის გარემოს ხანგრძლივი და ხარისხიანი კვლევის განსახორციელებლად.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ სამაგისტრო და სადოქტორო სწავლების ინსტიტუტს

კატალოგი

კურიკულუმი