სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი 2010 წელს დაარსდა. მას 1000-ზე მეტი სტუდენტი ჰყავს, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოს მოქალაქეა, თუმცა უნივერსიტეტი ასევე მიესალმება სტუდენტებს მეზობელი ქვეყნებიდან, ცენტრალური აზიიდან, აფრიკიდან და მთელი მსოფლიოდან. ჩვენი მიზანია უზრუნველვყოთ მაღალი აკადემიური სტანდარტებისა და პრაქტიკული უნარების ერთობლიობა, რათა გავზარდოთ კურსდამთავრებულთა კონკურენტუნარიანობა დასაქმების ბაზარზე.

ფაკულტეტი გთავაზობთ ორენოვან (ინგლისური/ქართული) საბაკალავრო პროგრამებს საერთაშორისო ურთიერთობებში, ეკონომიკასა და საჯარო ადმინისტრირება, სახელმწიფო მმართველობაში, ხოლო ჟურნალისტიკის სპეციალობაში მხოლოდ ქართულენოვან პროგრამას. ასევე, სამაგისტრო და სადოქტორო სწავლებას საერთაშორისო ურთიერთობებში. ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ პროგრამების სრულყოფაზე, რათა უზრუნველვყოთ მათი შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან, ხოლო ჩვენი ფაკულტეტი ვაქციოთ ერთ-ერთ წამყვან სკოლად საქართველოს უნივერსიტეტებს შორის.

ჩვენი აკადემიური პერსონალი შედგება დარგის სპეციალისტებისგან, რომლებიც წარმატებით ახერხებენ კარიერისა და აკადემიური საქმიანობის ერთმანეთთან შეთავსებას. გარდა ამისა, სალექციო კურსების წასაკითხად ჩვენ მუდმივად ვიწვევთ გამოჩენილ ექსპერტებს, რომლებიც განსაკუთრებული რეპუტაციით სარგებლობენ ქვეყნის მასშტაბით. აღნიშნული პრაქტიკა სტუდენტებს საშუალებას აძლებს მიიღოს მაღალი ხარისხის ცოდნა და გამოცდილება პროფესიონალებისგან, რაც დაეხმარებათ როგორც აკადემიური, ასევე კარიერული განვითარებისთვის.

ჩვენთან სწავლის შემთხვევაში მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებს საშუალება ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ გაცვლით პროგრამებში 20-ზე მეტ პარტნიორ უნივერსიტეტში მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენ, ასევე, ვთავაზობთ კლასგარეშე აქტივობების ფართო არჩევანს, ვინაიდან ამ კომპონენტს წარმატებული საგანმანათლებლო პროცესის განუყოფელ ნაწილად მოვიაზრებთ. ჩვენი სტუდენტები აქტიურად მონაწილეობენ კონფერენციებში, სემინარებში, იმიტირებულ სასამართლო პროცესებსა და სიმულაციებში საქართველოს მასშტაბით, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. უნივერსიტეტი მხარს უჭერს წარმატებული სტუდენტების ჩართულობას საერთაშორისო ახალგაზრდულ პროექტებში.

სტუდენტთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით ფაკულტეტის ადმინისტრაციური პერსონალი გადის სპეციალურ მომზადებას, რათა გაამართლოს სტუდენტთა მოლოდინები და უზრუნველყოს მაღალი ხარისხის მომსახურება. სტატისტიკის თანახმად, საშუალოდ, 37 სტუდენტზე 1 ადმინისტრაციული თანამშრომელი მოდის, რაც გვეხმარება არამხოლოდ შევინარჩუნოთ, არამედ გავაუმჯობესოთ არსებული სტანდარტი.

აქედან გამომდინარე, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი არის თქვენი შესაძლებლობა მიიღოთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განათლება საქართველოში.