საერთაშორისო ურთიერთობები და პოლიტიკა

საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკის ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა გთავაზობთ სწავლაზე მორგებულ მეტად დინამიურ გარემოს სტუდენტების შეზღუდული რაოდენობისთვის. მცირე ჯგუფების და კვალიფიციური ქართველი თუ უცხოელი პროფესორების მეშვეობით პროგრამა უზრუნველყოფს აკადემიური განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას სტუდენტების აკადემიურ დისკურსში სრული ჩართულობით, აქტიური დისკუსიების უზრუნველყოფით, კონსტრუქციული დებატების ორგანიზებითა და სხვა აქტივობების მეშვეობით. პროგრამას გააჩნია ძლიერი კვლევითი კომპონენტი რომელიც უმეტესად ფოკუსირებულია საქართველოზე, მის შემოგარენზე და საგარეო პოლიტიკაზე. და ბოლოს, სავალდებულო საგნების გარდა, რომლებიც ორიენტირებულია სტუდენტებისთვის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკის საკვანძო საკითხების სწავლებაზე, მაგისტრანტებს მრავალფეროვანი არჩევითი კურსების საშუალებით შეუძლიათ გაიღრმავონ ცოდნა სასურველ სფეროებში.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ სამაგისტრო და სადოქტორო სწავლების ინსტიტუტს

კატალოგი

კურიკულუმი