სოციალურ მეცნიერებათა საზაფხულო სკოლა სკოლის მოსწავლეებისთვის

დასრულდა პროექტი „სოციალურ მეცნიერებათა საზაფხულო სკოლა 2017“. საგანმანათლებლო და გასართობი ღონისძიებების ციკლი სკოლის მოსწავლეებისთვის 5 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მიზნად ისახავდა საინტერესო პლატფორმის შექმნას მოსწავლეებისთვის საკუთარი ინტერესების განსასაზღვრად და შედეგად, მომავალი პროფესიის ასარჩევად. პირველი დღე ჟურნალისტიკის სპეციალობას მიეძღვნა. მონაწილეებმა მოისმინეს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მოწვეული ლექტორის, ქ-ნი მარინა ვაშაყმაძის საჯარო ლექცია თემაზე…

25-08-2017სრულად ნახვა

სტუდენტური კონფერენცია „გლობალური მმართველობა”

2017 წლის 1 ივნისს გაიმართა სტუდენტური კონფერენცია „გლობალური მმართველობა” (Global Governance). სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროცესის ფარგლებში ჩატარებული ეს შემაჯამებელი ღონისძიება მოიცავდა საერთაშორისო ურთიერთობების, საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობისა და ჟურნალისტიკის სპეციალობების სტუდენტების გამოსვლებს. კონფერენცია მისალმებითი სიტყვით გახსნა უნივერსიტეტის რექტორმა ბატონმა ილიას ჩილოღლუმ. მან დამსწრეებს მადლობა გადაუხადა სასწავლო პროცესში გაწეული შრომისათვის, წარმატებები უსურვა სტუდენტებს და გადასცა მათ…

25-08-2017სრულად ნახვა

საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მართველობის სტუდენტების პრაქტიკის ანგარიშის დაცვა

30 მაისს გაიმართა საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მართველობის საბაკალავრო პროგრამის დამამთავრებელი კურსის სტუდენტების პრაქტიკის ანგარიშის დაცვა. დაცვის ფარგლებში წარმოდგენილი იქნა სტუდენტების მიერ უნივერსიტეტის პარტნიორ ორგანიზაციებსა და სხვადასხვა ინსტიტუტებში შესრულებული სამუშაო და შედეგები, რომლებსაც სტუდენტებმა პრაქტიკის გავლის შედეგად მიაღწიეს.…

24-08-2017სრულად ნახვა

ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი სტუდენტებს შეხვდა

31 მაისს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი მაგდა მემანიშვილი შეხვდა მეორე კურსის სტუდენტებს და განიხილა ხარისხის სამსახურის მიერ პროგრამის სრულყოფისათვის გაწეული რეკომენდაციები. შეხვედრაზე სტუდენტებმა მოისმინეს ინფორმაცია იმ ღონისძიებების შესახებაც, რომლებიც  ხარისხის სამსახურის რეკომენდაციების შესაბამისად იქნა გატარებული.…

24-08-2017სრულად ნახვა

სტუდენტების კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგების სერია დასრულდა!

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და პოლიტიკის კვლევის ცენტრის ორგანიზებით სტუდენტების კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგების სერია დასრულდა. მოტივირებულ და მიზანდასახულ სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ, სრულიად უფასოდ გაეარათ ტრენინგები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს მათ კარიერულ ზრდასა და განვითარებას. პროექტი 25 აპრილიდან დაიწყო და მოიცავდა შემდეგ ტრენინგებს: საჯარო გამოსვლები და…

24-08-2017სრულად ნახვა

პრაქტიკული სემინარი მონაცემების ანალიზის ონლაინ პლატფორმის – ODA-ს გამოყენების შესახებ

პოლიტიკის კვლევის ცენტრის ორგანიზებით 24 მაისს ჩატარდა პრაქტიკული სემინარი სტუდენტებისა და ადმინისტრაციის წევრებისთვის მონაცემების ანალიზის ონლაინ პლატფორმის – ODA-ს გამოყენების შესახებ. სემინარს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მკვლევარი რატი შუბლაძე გაუძღვა. ODA არის კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მიერ შემუშავებული ელექტრონული ინსტრუმენტი, რომელიც ამარტივებს მონაცემების ანალიზს მათთვისაც კი, ვინც სიღრმისეულად არ იცის…

24-08-2017სრულად ნახვა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის საჯარო ლექცია

24 მაისს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ბატონმა სოლომონ პავლიაშვილმა გამართა საჯარო ლექცია თემაზე „საქართველოს სატყეო დარგში არსებული გამოწვევები და განვითარების პერსპექტივები”. შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო ტყის სასიცოცხლო მნიშვნელობას ეკოლოგიური სისტემისთვის, სხვადასხვა რეგულაციებსა და შეთანხმებებს საქართველოს აღმასრულებელი სექტორის მიერ ტყის მართვასთან დაკავშირებით. საპატიო სტუმარმა სატყეო პოლიტიკის სამმართველოს უფროს…

24-08-2017სრულად ნახვა

კონფერენცია თემაზე “ინსტიტუტები, ინოვაციები და საზოგადოება”

18 მაისს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩატარდა ფართომასშტაბიანი კონფერენცია თემაზე “ინსტუტუტები, ინოვაციები და საზოგადოება”, რომელმაც საფუძველი ჩაუდო სოციალური ინსტიტუციონალური პლატფორმის განვითარებას. კონფერენციის ფარგლებში სტუდენტებმა წარმოადგინეს ინოვაციური პროექტები სახელმწიფოს სისტემის რეფორმაციის შესახებ. მონაწილეებმა შემოგვთავაზეს განათლების სისტემის დღევანდელი პრობლემები და მათი მოგვარების გზები, ჯანდაცვაში არსებული გამოწვევების გადაჭრის ვარიანტები, ქვეყნის ეკონომიკის ზრდის და განვითარების…

23-05-2017სრულად ნახვა

ISFED-ის სემინარი თემაზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ ცნობიერების ამაღლება

10 მაისს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტმა უმასპინძლა სემინარს “ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ ცნობიერების ამაღლება”, რომელსაც ახორციელებს “სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” (ISFED) ევროკავშირის მხარდაჭერით. პროექტის მიზანია ახალგაზრდა ამომრჩევლების საგანმანათლებლო კამპანიის წარმოება არჩევნებში მათი ჩართულობის გაზრდისთვის. სემინარის ფარგლებში სტუდენტებს მოუწიათ დიკსუსიაში ჩართვა ისეთი საკითხების შესახებ, როგორიცაა არჩევნების მნიშვნელობა, ხელისუფლების დანაწილება, არჩევნების…

12-05-2017სრულად ნახვა